სასწავლო პროექტი


კომპიუტერი თუ წიგნი?......

   პროექტის მთავარი იდეა:   კომპიუტერისა  და წიგნის აქტუალობის შედარება და დადგენა  რეალურ ცხოვრებაში, თითოეულზე დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულებების გამოვლენა.

  პროექტის აქტუალობა: მიღებული გამოცდილება დაეხმარებათ მოსწავლეებს კომპიუტერის სწორი მიმართულებით გამოყენებაში და წიგნისადმი დადებითი დამოკიდებულების გაღრმავებაში.

  პროექტის მიზნები: 
·         ინგლისურ ენაზე აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება.
·         ინტერვიუს გამართვა.
·         დიალოგში თუ საზოგადოების თავშეყრის ადგილებში გაბმულად ლაპარაკი.
·         სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.

 მონაწილეთა ასაკი:  15 წელი

 ვადები ხანგრძლივობა: 10 დღე

 მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნა:
·         ისტ.ტექნოლოგიების დაუფლება.
·         შეიძენენ ინტერვიუს გამართვისა თუ კვლევის უნარ ჩვევებს.
·         სურათების, ნახატების, ბროშურების შექმნა.
·         წერის კითხვისა და კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარება.
·         ფოტოების გადაღება.
·         პრეზენტაციის გაკეთება

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,წიგნები,თაბახის ფურცლები,სტეკერები,კალამი,პროექტორი,ფოტოაპარატი.

პროექტის მსვლელობა: 
აქტივობა 1.  ჯგუფს ვყოფ ორ ნაწილად, ერთი ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას კომპიუტერზე მის დადებით  ან უარყოფით თვისებებზე, მეორე ჯგუფი მოიძიებს ინფორმაციას წიგნზე, რამდენად აქტუალურია ის დღეს ახალგარდებში, რა დადებითი შედეგები აქვს წიგნიერებას და ა.შ.

აქტივობა 2.  ვაგროვებთ ინფორმაციებს,ვასწორებთ და ვაძლევთ მითითებებს.

აქტივობა 3.  მოსწავლეები აწარმოებენ გამოკითხვას, იღებენ ინტერვიუს სოფლის ახალგაზრდებიდან ან სკოლის მოსწავლეებიდან. ამ ყველაფერს აღბეჭდავენ ფოტოებზე ან ვიდეო ფირზე.
 
აქტივობა 4. ვაგროვებთ და ანალიზს ვუკეთებთ მოპოვებულ მასალებს.

აქტივობა 5.ვაკეთებთ პრეზენტაციას.მოსწავლეები გვაჩვენებენ მოძიებულ სლაიდებს კომპიუტერზე და წიგნზე.პრეზენტაცია დასრულდება დისკუსიით სადაც მოწინააღმდეგე მხარეები ისაუბრებენ წიგნისა თუ კომპიუტერის დადებით თუ უარყოფით შედეგებზე და იცავენ მოპოვებული მასალებით თავიანთ პოზიციას.

პროექტის ხელმძღვანელი:  მარინა გოგუაძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: goguadze.marina@gmail.com